ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, გორგასალის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო სამაშველო ჯგუფი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.  ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია.
თვითმხილველების თქმით, ძლიერი დაკვამლიანება სახლის მეორე სართულის სხვენში იყო. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ცეცხლის კერა ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები