რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მამა-შვილი გარდაიცვალა

რუსთავში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მამა-შვილი არიან.  შემთხვევა მშენებელთა ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, CO-მ ბინაში წყლის გამაცხელებლიდან გაჟონა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულიხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები