შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ციხისჯვრის განყოფილების ბაზას ციხისჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ციხისჯვრის განყოფილების ბაზას ციხისჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

შსს-ს ცნობით, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა მოსწავლეებს გააცნეს დეპარტამენტის მუშაობის პრინციპები და სპეციფიკა, დასაცავი ობიექტების, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებისა და მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული დანიშნულება.

“დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსწავლეებს ბაზის ინფრასტრუქტურა და სპეციალურად მოწყობილი გამოფენა დაათვალიერებინეს, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის სპეციალური აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა, სამთო და სამხედრო აღჭურვილობა. ასევე, დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა სპეციალური სამთო-სამაშველო უნარ-ჩვევების დემონსტრირება მოახდინეს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები