შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სამი პირი  – 1974 წელს დაბადებული ა.კ., 1990 წელს დაბადებული ბ.გ. და წარსულში ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული გ.ფ.  დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა,  ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის  – ა.კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისათვის მოწყობილი სპეციალური სათბური და „მარიხუანა“.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები