ნინო ლომჯარია: სახალხო დამცველის დღევანდელი და ყველა სხვა ანგარიში პოლიტიკური ქვეტექსტებისგან აბსოლუტურად დაცლილია

ვისურვებდი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას, რომელზეც პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებული სპეციალური ანგარიში განიხილება, ოპოზიციური პარტიის წევრებიც ესწრებოდნენ,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის დღევანდელი და ყველა სხვა ანგარიში რაიმე ტიპის პოლიტიკური ქვეტექსტებისგან აბსოლუტურად დაცლილია.

“ვისურვებდი, კომიტეტის სხდომას დასწრებოდნენ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიის წევრები, რადგან ეს არის ისეთი საკითხი, რომელსაც აქვს მაღალი საზოგადოებრივი მგრძნობელობა. ზოგადად შევეხეთ ისეთ თემას, რაზეც საჯაროდ არ ყოფილა ასე ღიად საუბარი. მესმის ის ემოციები და რეაქციები, რაც მოყვა ამ თემაზე გახსნილად მსჯელობას. გარდა ამისა, ჩვენ საკმაოდ ტრავმირებული საზოგადოება ვართ ამ მიმართულებით, საკმაოდ მძიმე წარსულის მქონე, ციხეებში არსებული ვითარების გათვალისწინებით. ამიტომ ნებისმიერ ინფორმაციაზე ვრეაგირებთ ძალიან სენსიტიურად, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიები და მესმის დღევანდელი ემოციებიც, თუმცა სახალხო დამცველის დღევანდელი ანგარიში და ზოგადად ნებისმიერი ანგარიში, ჩვენ უახლოეს მომავლში გვექნება ამ მიმართულებით არაერთი ძალიან საინტერესო ანგარიში, უდოსთან, დისციპლინურ წარმოებებთან დაკავშირებით, პატიმრებთან მიმართებით, ასევე ციხეებთან დაკავშირებული სხვა ანგარიშები, ყველა ეს ანგარიში აბსოლუტურად არის დაცლილი რაიმე ტიპის პოლიტიკური ქვეტექსტებისგან. მესმის, რომ ანგარიშში იგივე 2012 წლის ხსენებამ, აქ წარმოდგენილი დეპუტატების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ჩვენ არანაირად არ ვცდილობთ, რაიმე შედარება ან პარალელი გავაკეთოთ 2012 წლამდე არსებულ ვითარებასთან, რადგან ეს არ არის ის ათვლის წერტილი, თუ შედარების წერტილი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ შედარებებს ვაკეთებთ, ვინაიდან ვითარება რადიკალურად შეცვლილია. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ სხვა სტანდარტებზე და სხვა საკითხებზე, რაც ვფიქრობთ, რომ დღევანდელ რეალობაში არის გამოწვევა. არაერთი კითხვა დაისვა იმაზე, თუ რატომ არ ვსაუბრობთ პოზიტივზე. თუ გაეცნობით ანგარიშს, ყოველმხრივი ინფორმაციაა მოცემული, თუმცა სახალო დამცველის ვალდებულება, მისია, ჩვენი მანდატია ის, რომ ვისაუბროთ პრობლემებზე, განსაკუთრებით აღნიშნული არის ისეთი თემა, რაზეც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“ ,- განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენენ.

ნინო ლომჯარიაში ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული ს შედეგებზე მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა და N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მონიტორინგმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობენ, როგორც ნახევრად ღია ტიპის ისე დახურული ტიპის დაწესებულებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები