საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრება არ გამოცხადდება

სკოლამდელი აღზრსის დაწესებულებებში თავისუფალ დასწრებასთან დაკავშირებით, მშობელთან მაღალი ინტერესის გამო „რეგიონულ კვირასთან“ განცხადება  ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა გააკეთა. ხუციშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, თავისუფალი დასწრების გამოცხადების საფუძველი არ არსებობს.
„დიდი ინტერესია მშობლების მხრიდან თავისუფალ დასწრებასთან. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ არის ეპიდებია და გავრცელებულია ვირუსები. ერთეული შემთხვევები რა საკვირველია არის და ეს არის სეზონური. თუკი ვინმეს აქვს სურვილი რომ ბავშვი ჰყავდეს სახლში შეუძლიათ დაწერონ განცხადება ბაღებში და ერთი თვის განმავლობაში გათავისუფლდებიან ბაღისგან. ვერ გეტყვით იმას, რომ დასწრება არ გვაქვს შარშანდელთან შედარებით უკეთესი დასწრება ფიქსირდება წელს. ჩვენ ჯანდავის სამსახური გვაწვდის რეკომენდაციებს და ბატონი დავითსგან ჩვენს გვაქვს ინფორმაციამ რომ ვირუსების შემთხვევამ იკლო. ასე რომ მშობლებს ნამდვილად არ აქვთ პანიკის საფუძველი”,-  განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები