ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას პოლონეთის დელეგაცია ეწვია
ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, პოლონეთის დელეგაციამ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი ქართულ და პოლონურ სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს ეხებოდა.
“ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში ,დარწმუნებული ვარ, რომ საფუძვლიანად და ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ, ეს განავითარებს ზოგადად თანამშრომლობას საქართველოსა და პოლონეთს შორის,“-აღნიშნა ლეხ კაჩინსკის სახელობის საჯარო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის დირექტორმა, ვოიჩეკ ფედერცეკმა.
“შარშან ჩვენ ვიმყოფებოდით პოლონეთში და წელს მოვიწვიეთ ჩვენი პოლონელი სტუმრები იმისთვის, რომ უფრო კონკრეტული სახე შევძინოთ ჩვენს თანამშრომლობას . ხვალ, ჟვანიას სკოლის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ხელი მოეწერება ხუთწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმს,ამ თანამშრომლობის ფარგლებში, დიდი მოლოდინები გვაქვს ,სასწავლო და სატრენინგო რესურსების განვითარების, როგორც ქართველი, ასევე პოლონელი საჯარო მოხელეებისთვის”,- განაცხადა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჟვანიას სკოლასა და პოლონეთის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლებს შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ,რომლის ფარგლებშიც მხარეები განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო და გაცვლით პროექტებს საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისთვის.