ქუთაისში “მზეჭაბუკის” ფიგურის დაბრუნების იდეა გაჟღერდა

ქუთაისში ყოფილი დიდების მემორიალთან აღმართულ “მზეჭაბუკის”ფიგურის შესახებ ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე სიციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ფიგურა დღესაც დაამშვენებდა ქალაქის ნებისმიერ ადგილს.
“სულ ვკითხულობ სად წაიღეს შესანახად ცხენზე ამხედრებული მზეჭაბუკის ფიგურა, რომლიც დიდების მომორიალის წინ იყო აღმართული. თავის დროზე თქვეს, რომ შეინახეს. იმედია მართლაც სადმე არის და არ გადაუდვნიათ. იქნებ ფლობდეს ვინმე ინფორმაციას. მერაბ ბერძენიშვილის ეს ნამუშევარი ქალაქის ნებისმეირ მოედანს დაამშვენებდა”,- წერს ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები