დიდველზე “ნოდოს” სათხილამურო ტრასა გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ დიდველზე „ნოდოს“ სათხილამურო გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გახსნა.
„წყალმომარაგების კომპანიამ შეძლო შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველყოფას. 2000 მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და ორი „ზარბაზანი“ ათოვლიანებს. წყალმომარაგების კომპანია აქტიურად მუშაობს გუდაურშიც, რათა კურორტს ხელოვნური გათოვლიანებისთვის საჭირო ოდენობის წყალი მიეწოდოს“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები