რას ყიდის და ყიდულობს საქართველო – 2019 წლის სტატისტიკა
საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა 686.7 მლნ აშშ დოლარით ავტომობილებმა დაიკავა. მეორე ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს, 651.6 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 17.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობებია 303.0 მლნ აშშ დოლარით (8.0 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წელს წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 757.0 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 653.7 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 603.7 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი).