ბორის ჯონსონმა ვლადიმერ პუტინს ურთიერთობის ნორმალიზების პირობა წაუყენა
რუსეთის და ბრიტანეთის ურთიერთობა არ გაუმჯობესდება, სანამ მოსკოვი „დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებას“ არ შეწყვეტს.
ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, ბერლინში, ლიბიის საკითხზე გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან, შეხვედრაზე განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზება არ მოხდება, სანამ რუსეთი დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედება არ შეწყდება, რომელსაც გაერთიანებული სამეფოსთვის და მათი მოკავშირეებისთვის საფრთხე მოაქვს, ასევე არღვევს ჩვენი მოქალაქეებისა და კოლექტიურ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ჯონსონის პრესმდივანმა.
ამასთან, მისი თქმით, ჯონსონისა და პუტინის შეხვედრის ძირითადი საკითხები იყო ლიბიის, სირიის, ერაყისა და ირანის უსაფრთხოება.