პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობას მხარი დაუჭირა.

მომხრე 75 დეპუტატი იყო, ორი დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.
სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და საპარლამენტო ფრაქციები – „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები