ევროპაში ყველაზე ტანსრული ქალები უნგრეთში, გამხდრები კი აზერბაიჯანში ცხოვრობენ – რა ხდება საქართველოში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში ყველაზე მეტი ჭარბცხიმიანი ქალი უნგრეთში, ხოლო გამხდარი კი აზერბაიჯანში ცხოვრობს.

WHO-ს კვლევის თანახმად, უნგრეთში სუსტი სქესის 28.2 % ჭარბცხიმიანობას უჩივის, აზერბაიჯანში ტანსრული ქალების რაოდენობა 15.8 %-ს არ აღემატება.

უნგრეთის შემდეგ ჭარბცხიმიანი ქალების რაოდენობით მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია. იქ ჭარბცხიმიანობას სუსტი სქესის 26,9% უჩივის. 25.1%-ით მესამე ადგილზე ირლანდიაა. ესპანეთში ეს მაჩვენებელი 24,6%-ს შეადგენს,გერმანიაში 24,2%-ს. საფრანგეთს და უკრაინას ერთნაირი 22% მაჩვენებელი აქვს.იტალიაში ქალების 20 % ტანსრულია. რუსეთში ტანსრული ქალების რაოდენობა 18.1 %-ს არ აღემატება.

რაც შეეხება საქართველოს, WHO-ს ინფორმაციით საქართველოში ჭარბცხიმიანობა ქალების 19.2 %-ს აწუხებს. საგულისხმოა რომ მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი ჭარბცხიმიანი ქალი აშშ-ში ცხოვრობს. მათი რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 35 %-ს აჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები