დროშის დღესთან დაკავშირებით, ონის ქუჩებში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა
14 იანვარს, საქართველოში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ონის ქუჩებში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა.
როგორც ონის მუნიციპალიტეტში აღნიშნავენ, სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, მისი სულისკვეთებისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა.
საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი — სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.