დამასკოში, ეკლესიაში ტერორისტმა თავი აიფეთქა – დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი
დამასკოში, ერთ-ერთ ეკლესიაში ტერორისტმა თავი აიფეთქა – დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი.
ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 13 ადამიანი.
სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო, ის ეკლესიაში შევიდა, ცეცხლი გახსნა და შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი ჟილეტი ააფეთქა.