ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯამბულატ მელაძემ, მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას, ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე, ჯამბულატ მელაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
,,როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტში, გეგმის მიხედვით აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით 14 მლნ ლარამდე დაიხარჯება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მიმდინარე წელს 18 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომლითაც ამ დროისთვის 5 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა”,- წერია ინფორმაციაში.