პესკოვი: რუსეთი დაინტერესებულია აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობით
რუსეთი დაინტერესებულია აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობით; ასეთი კონტაქტები შეიძლება ორმხრივად სასარგებლო იყოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ნამდვილად დაინტერესებულები ვართ. აფრიკის კონტინენტის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობასთან თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო შეიძლება იყოს“, – აღნიშნა პესკოვმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.
პუტინის პრესმდივანმა ასეთი თანამშრომლობის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითი პროცესი უწოდა.
„მართლაც, დიდი შესაძლებლობები იხსნება ჩვენი აფრიკელი მეგობრებისთვის და ჩვენთვისაც. ამიტომ, წინ ბევრი სამუშაოა და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – დასძინა პესკოვმა.