ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები