ირანის მისია გაეროში: ნეთანიაჰუმ აშშ კიდევ ერთ ომში ჩაითრია

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და ამერიკა კიდევ ერთ ომში ჩაითრია, – ამის შესახებ გაეროში ირანის მისიის განცხადებაშია აღნიშნული.

„ნეთანიაჰუმ, საერთაშორისოდ ძებნილმა ომის დამნაშავემ, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა მიიტაცა და კიდევ ერთ ძვირადღირებულ ომში ჩაითრია. ამერიკამ კიდევ ერთხელ დაუფიქრებლად გადაწყვიტა საკუთარი უსაფრთხოება შეეწირა ნეთანიაჰუს დასაცავად“, – ნათქვამია ირანის მისიის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ამასთან, ირანის მისიამ ისრაელი და აშშ „დიპლომატიის განადგურებაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „ე.წ. დიპლომატიის შეთავაზება მხოლოდ მატყუარა ხრიკი იყო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები