გიორგი ვოლსკი: ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მადისკრედიტირებელ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომელთა დანაშაულებრივი მიდგომა დაავადებულთა მიმართ უდაოა 

„C“ ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

„უტიფრობის მწვერვალია ის, რომ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მადისკრედიტირებელ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომელთა პირადი მონაწილეობა დანაშაულებრივ დამოკიდებულებაში დაავადებულთა მიმართ უდაოა. ციხეებში ჰყავდათ 25.000-მდე პატიმარი და აქედან ნახევარი ,,C” ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული და „სიკვდილის“ რეალური კანდიდატი იყო. მაშინ ამ ვითარებამ ევროპულ სასამართლომდე მიაღწია და ჭიაბერაშვილის ხელისუფლებას ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა და არაადექვატური მკურნალობის ვერდიქტი გამოუტანეს, დარღვევები სისტემური იყო!“ – წერს გიორგი ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები