რუსეთის ახლადდანიშნულ პრემიერს, ქართული წარმოშობის რუსი მომღერლისთვის, ორი სიმღერა აქვს დაწერილი
რუსთის დუმის მიერ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მხარდაჭერილ მიხეილ მიშუსტინს, ქართული წარმოშობის რუსი მომღერლისთვის, გიორგი ლეფსვერიძისთვის, იგივე გრიგორი ლეფსისთვის, ორი სიმღერა აქვს დაწერილი.
ამის შესახებ „ვედომოსტი“ წერს.
მიშუსტინის ორმა ნაცნობმა გამოცემას დაუდასტურა, რომ „ზოლა“ და „ნასტოიაშაია ჟენშინასთვის“ მუსიკა მიშუსტინის მიერ არის შექმნილი.
სიმღერების ტექსტის ავტორმა, ალექსანდრე ვულიხმა, ასევე РБК-ს უთხრა, რომ მუსიკა მიშუსტინის მიერ არის დაწერილი. მისი თქმით, პოლიტიკოსი კომპოზიტორული საქმიანობის აფიშირებას არ ახდენს.
აღსანიშნავია, რომ მიშუსტინის ნიჭს ხაზი, ჯერ კიდევ 2012 წელს, რუსეთის სბერბანკის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, გერმან გრეფმა გაუსვა.