გია აბაშიძე: შოთაძე იყო ის გენპროკურორი, რომელმაც გახსნა ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, რობაქიძის, იურა ვაზაგაშვილის წამებით მკვლელობის საქმეები
ექსპერტი გია აბაშიძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატად წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, შოთაძის გენპროკურორობის დროს ბევრი გახმაურებული მკვლელობა გაიხსნა, რის გამოც “ნაციონალური მოძრაობა” უტევდა მას.
“ირაკლი შოთაძე იქნება ერთ-ერთი კანდიდატი გენერალური პროკურორობის.
ძალიან კარგი ამბავია! შოთაძე იყო ის გენერალური პროკურორი, რომელმაც გახსნა ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, რობაქიძის, იურა ვაზაგაშვილის წამებით მკვლელობის საქმეები. ირაკლი შოთაძემ გახსნა ციხეებში სისტემური წამების საქმეები. ირაკლი შოთაძემ გაასამართლა სააკაშვილი და ყოფილი მაღალჩინოსნები.
ამიტომ უტევდნენ “ნაცები” გაშმაგებულები და იმ საქმეს გადააყოლეს, რომელშიც ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე.
ჰოდა ძრწოდეთ “ნაცებო”! ის კაცი ბრუნდება, თქვენ სისხლიან ხელებს და ვერაგულ სახეს რომ აჩვენებს საზოგადოებას!!!”-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, გენპროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარადგინეს – მათგან ერთ-ერთი ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეა.