წყლის აბონენტად რეგისტრაცია ძვირდება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) ინფორმაციით, წყლის აბონენტად დარეგისტრირებაც გაძვირდება.
როგორც სემეკის თავჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „პალიტრას“ განუცხადა, ახალ აბობენტად დარეგისტრირების საფასურის ზრდა ხდება იმისთვის, რომ შემდეგ წყლის ტარიფი არ გაიზარდოს.
როგორც ცნობილია. თბილისში დენის და გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირება უკვე გაძვირდა.
2020 წლის იანვრიდან გაზის ახალ აბონენტად რეგისტრაცია 400-დან 800 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2019 წლის დენის ახალ აბონენტად რეგისტრაცია 600 ლარი სექტემბრიდან გახდა.
კონკრეტულად, რა ეღირება წყლის ახალ აბონენტად დარეგისტრირება, სემეკის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს იქნება მცირედი სხვაობა და არა არსებული ტარიფის გაორმაგება, როგორც ეს გაზის შემთხვევაში მოხდა