გია აბაშიძე: ხაზარაძის ნათქვამი, რომ გუდაური-ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობით ხელისუფლება რუსეთს ტანკების შემოსაყვანად შესაძლებლობას უჩენს – ძებნილი შლეგის “მესიჯბოქსის” გადამღერებაა
ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გუდაური-ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ხაზარაძის ნათქვამი, რომ ამით საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ტანკების იოლად შემოსაყვანად შესაძლებლობას უჩენს – ძებნილი შლეგის “მესიჯბოქსის” გადამღერებაა.
“დღეს “ლელოს” მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა გუდაური-ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ ამით საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ტანკების იოლად შემოსაყვანად შესაძლებლობას უჩენს – ძებნილი შლეგის “მესიჯბოქსის” გადამღერება.
ახლა რა გამოდის ამ იაფფასიანი პოპულისტური გამონათქვამიდან? ის, რომ ამ “რუსულ” პროექტს (მთლიანი ღირებულება $ 558,6 მილიონი), გვიფინანსებენ აზიის განვითარების ბანკი (ADB, $ 415 მილიონი დოლარი უკვე გამოყო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD, $ 60 მილიონიან სესხს გამოყოფს)?
83 მილიონ დოლარს კი საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს განსახლების საკითხებისთვის.
შეგახსენებთ, რომ TBC ბანკის აქციონერთა შორისა ასევე არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft (DEG) და Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V. (FMO), ბანკის 57% სააქციო კაპიტალით.
მებადება შეკითხვა – უწინ ანაკლიის კონსორციუმის პოტენციურ ინვესტორებსაც ასეთი ჩამოშლილი გზავნილებით ესაუბრებოდა?
და რუსეთს, ღმერთმა დაგვიფაროს და აქ შემოსვლა, რომ მოეპრიანოს, ტანკების გარდა, არაფერი აქვს შეიარაღებაში? და რომც მხოლოდ ტანკებით მოუნდეს შემოსვლა, ამჟამინდელ გზაზეც ვერ შემოგორდება?
ბატონ ხაზარაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ლეიბგვარდიის ყოფილი პოლკოვნიკის, პიპინია ერისთავის სამხედრო სტრატეგიების ეპოქიდან,”- აცხადებს გია აბაშიძე.