ადიგენში მიტოვებული შენობა დაიწვა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში, მიტოვებული შენობა დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ადგილობრივების თქმით, შენობა სავარუდოდ, ძველი სკოლისაა. შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო მანქანა მუშაობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა