კუიავსკოს და პომორსკის რეგიონის პოლონეთის შემადგენლობაში დაბრუნების 100 წლის იუბილეს აღნიშვნაში ქუთაისის დელეგაციაც მონაწილეობს

კუიავსკოს და პომორსკის რეგიონის გაერთიანებული პოლონეთის შემადგენლობაში დაბრუნების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში იმერეთის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტები. მათ ასევე, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს მარშალის ეგიდით გამართულ საქველმოქმედო მეჯლისზე.
ღონისძიებებში საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობდა.

რეგიონებს შორის თანამშრობლობის ფარგლებში 26-29 იანვარს ქუთაისში ქართულ-პოლონური მეგობრობის, ვლადისლავ რაჩკევიჩის, სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიალი გაიმართება, რომელშიც კუიასვკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკას სავოივოდოს ოფიციალური დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები