ვარკეთილში, “ანას ბაღთან” მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

ვარკეთილში “ანას ბაღთან” მესამე დღეა აქცია გრძელდება. მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივები მერიას მიმართავენ და მოითხოვენ, შეიცვალოს ადგილი და 10 სართულიანი კორპუსი სხვაგან აშენდეს, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებს აღარც ეზოები აქვთ, აღარც რეკრეაციული ზონები და ბავშვებისთვის ერთადერთი სივრცე აღნიშნული სკვერია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციები გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები