ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი: ჩვენ არ ვითხოვთ ვინმეს უკანონოდ დასჯას, მაგრამ პასუხისმგებლობის თავიდან აცილება არ შეიძლება

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი და ადვოკატი ხვალ, “შინაგან საქმეთა სამინისტროში” გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ბოლო ცნობებს მიიღებენ და შუალედურ შედეგებს გაეცნობიან. ძალოვან უწყებაში მისვლამდე პირველი პრეზიდენტის შვილის უფლებადამცველი, ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით კითხვები ისევ ბევრია. ოჯახს ამ დრომდე არ შეუცვლია პირველი ვერსია, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ 19 დეკემბერს ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი.

“ჩვენ გვაქვს რამდენიმე კონკრეტული საკითხი. პირველი ეს არის, იყო თუ არა გარე განათება გათიშული, თუ იყო გათიშული რას უკავშირდება, მიზანმიმართული ქმედება იყო თუ ტექნიკური დაზიანება. გარდა ამისა, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს არ იყო მხოლოდ ცოტნე გამსახურდიას მიმართ ფიზიკური დაპირისპირება, ეს იყო მასზე განხორციელებული თავდასხმა. ვინ მონაწილეობდა ამ ფაქტში, მხოლოდ ის პირები, რომლებსაც ბრალი აქვთ წარდგენილი თუ შესაძლებელია იყვნენ იქ სხვა ადამიანები?!. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს თორნიკე ქვათაძის, ანუ ერთ-ერთი ბრალდებულის ძმის მამხილებელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პიროვნება მინიმუმ, მონაწილეობდა ცოტნე გამსახურდიას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმაში. ამიტომ, ჩვენ არ ვითხოვთ უკანონოდ ვინმეს დასჯას, მაგრამ არ შეიძლება პასუხისმგებლობის თავიდან აცილება”,-განაცხადა ადვოკატმა.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები