ხაჯიმბას ე.წ. ადმინისტრაცია მიმდინარე მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაცია შენობასთან მიმდინარე მოვლენებს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს, იტყობინება „ინტერფაქსი“.
„მიმდინარე მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად ვაფასებთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ რესპუბლიკაში ვითარება კონსტიტუციის ჭრილში დარჩეს“,- განუცხადეს სააგენტოს ე.წ. ადმინისტრაციაში.
ამასთან, ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ განაცხადა, რომ „ჯარი პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერევა“.
ამის პარალელურად, „რია ნოვოსტი“ ე.წ. მთავრობის პრესსამსახურის უფროსს დიანა ზანთარიას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე „მთავრობა კომენტარს არ აკეთებს“.
ზანთარიას თქმით, „ოფიციალური პირები ექს-პრემიერის ანრი ჯერგენიას დაკრძალვაზე იმყოფებიან“.