ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს საცხოვრისით უზრუნველყოფენ
პირველად რეგიონში, ფსიქიკური სერვისების მიმღები პირები სტაციონარის ნაცვლად ოჯახურ გარემოში, საცხოვრისში გააგრძელებენ მკურნალობას. ბენეფიციარებს, რომლებსაც სოციალური და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გააჩნიათ საცხოვრისით უზრუნველყოფენ.
საცხოვრისი მომსახურებას 24 ბენეფიციარს გაუწევს. დაწესებულება მათ სამჯერადი კვებით, პირადი ჰიგიენის ნივთებითა და შესაბამისი გარემოთი უზრუნველყოფს. პაციენტებს ადგილზე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ.
ასევე, 18 წლისა და მეტი ასაკის პირს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსს ატარებენ, არ აღენიშნება სოციალური და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დეფიციტი, ასევე, არ აქვთ შესაბამისი გარემო, დაფინანსდებიან დღეში 35 ლარის ოდენობით.
პროგრამაში ჩართვა შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება.
ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, დეპუტატებისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აჭარის სამინისტრომ წელს დაიწყო.
პროგრამის ბიუჯეტი 307 440 ლარს შეადგენს. პროგრამა ბათუმის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ხორციელდება.