სოფელ შინდისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

როგორც “რეგიონალურ კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, ხანძრის ლოკალიზება სახანძრო სამაშველო ჯგუფების მხრიდან დროულად მოხდა .

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები