ბაკურიანში წყალმომარაგების ეტაპობრივად აღდგენის პარალელურად, არსებული დებიტის კიდევ უფრო გაზრდისა და სტაბილური წყალმომარაგების შენარჩუნების მიზნით, ახალი მოპოვებული სათავიდან ქსელზე დაერთებითი სამუშაოები გრძელდება.
წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახური სამუშაოებს დღის ბოლოს დაასრულებს, რის შედეგად მოეწყობა ახალი სარეზერვო ქსელი და არსებული წყლის დებიტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ბაკურიანის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მორიგე ჯგუფები ადგილებზე იქნებიან მობილიზებული, რათა შემდგომი ავარიებისა და შეფერხების შემთხვევაში, პრობლემები დროულად აღმოფხვრან.