ზესტაფონში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იწყება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების 9 მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება. მერიის დაკვეთით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ქალაქის და სოფლის საავტომობილო გზებზე უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ათონელების ქუჩას, ზაპოროჟიეს ქუჩას, არგვეთას (შაორგესის დასახლება), შროშის გზას, ცხენთაროს გზას, დაბა შორაპანს (გაჩეჩილაძის ქუჩას), ზედა საქარას (თავაძეების უბანს), ფუთს (ქათამაძეების უბანს) და ზოვრეთის სასოფლო გზას.