2020 წლის პირველი აპრილიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები საჭის გადატანას ვეღარ შეძლებენ

მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების ტექინსპექტირებაში 2020 წლის პირველი აპრილიდან ცვლილებები შედის.

კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც იმპორტირებული იქნებიან მარჯვენა საჭით, მძღოლებმა უნდა შეინარჩუნონ საჭის მდებარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილის შემდეგ საჭეგადატანილი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, აკრძალვა გავრცელდება იმ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან პირველად დარეგისტრირდებიან.

2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებული გადატანილსაჭიანი ავტომობილები პერიოდულ ტექინსპექტირებას უპრობლემოდ გაივლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები