გიორგი გახარია: ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლებია საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, გასაფრთხილებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, უაღრესად გასაფრთხილებელია.

პრემიერმა ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების კუთხით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

“ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, უაღრესად გასაფრთხილებელია. წლის დასაწყისში სამწუხაროდ, გვქონდა გარკვეული გართულებები ზამთრის კურორტებზე. იყო გარკვეული პრობლემები წყალმომარაგების კუთხით როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო. დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური ძირითადად, ასევე სუბიექტური ფაქტორები, თუმცა ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ, გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა. შესაბამისად, დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები, გვესმის, რომ პრობლემა არის საკმაოდ სისტემური, გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომლებიც უკვე გაკეთდა და ჩვენ, მიმდინარე წელი უნდა დავუთმოთ სრულად, რომ მომავალ წელს მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები