ბაკურიანში დამსვენებლებს საბაგიროს ბილეთის ნაცვლად რუბლის მონეტებს აძლევენ

ბაკურიანში ერთ-ერთ საბაგიროზე მგზავრებს ბილეთის ნაცვლად რუბლის მონეტებს აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას, ერთ-ერთი დამსვენებელი, პალიტრა ნიუსის ჟურნალისტი ანა მარშანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ბაკურიანში საბაგიროს ბილეთი, თუ წლების განმავლობაში რაღაც ფურცლის ნაგლეჯი იყო, ახლა მიმოქცევაში არც მეტი, არც ნაკლები რუბლი ჩაეშვა. გადაიხდი ლარს და იყიდი რუბლს თავისი ნამგალითა და უროთი, ზვიოზდაჩკითა და სიუზ სავეცკიხ სოციალისწიჩესკიხ რესპუბლიკით. არ ვხუმრობ მეგობრებო, სამწუხაროდ რეალობაა. ასევე, თუ ვინმემ კარგად ვერ გაიგო ვაზუსტებ, ლარით ყიდულობ მგზავრობას და ბილეთის, ჟეტონის მაგივრად გაძლევენ რუბლს. უწტვიათ კოხტად, მრავლად“,- წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ანა მარშანია.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს, საღამოს გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები