გია აბაშიძე: “შავი სიების” შედგენის პროცესი შობის ღამეს, ამ პროცესს ვუწოდებ შვონდერობას, ბულგაკოვის მოთხრობა “ძაღლის გულიდან”
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში “ნაცსექტის” ბოლო რვა თვის აქტივობათა საჯარო სიას აქვეყნებს. მისი შეფასებით, შავი სიების” შედგენის პროცესი შობის ღამეს შვონდერობაა.
“ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
პარლამენტში შეჭრის მცდელობა; პატრიარქის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა პეტრე ცაავას მეთაურებით; პარლამენტის და სხვა ადმინისტრაციული შენობების ბლოკირების მცდელობა; პოლიციელებზე თავდასხმები, მათ შორის სექტის საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან; პარლამენტის დარბაზში ალქაჯობა და შხამების მიმოსხმა; პარლამენტთან ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმების ჩაშლის მცდელობა; თბილისის მთავარი ნაძვის ხის (მოგვწონს თუ არა, მილიონი ილუმინაციებიანადაა გადახდილი) წაქცევის მცდელობა; “შავი სიების” შედგენის პროცესი შობის ღამეს. ამ პროცესს ვუწოდებ შვონდერობას. ცნობილი პერსონაჟი ბულგაკოვის მოთხრობა “ძაღლის გულიდან”,-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.