სოფელ ქვეშის ბაგა–ბაღში კიდევ ერთ ახალ ჯგუფს დაამატებენ

USAID ZRDA პროექტის, ეუთოს და გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის ბაგა–ბაღში დამატებითი ფლიგელი რეაბილიტირებურ-აღჭურვილ იქნება, რაც გულისხმობს კიდევ ერთი, ახალი ჯგუფის დამატებას.

“ძალიან გვიჭირდა ქვეშში მცხოვრები ყველა ბავშვების მიღება ბაგა-ბაღში, ახლა კი ჩვენ არ დაგვრჩება არც ერთი მცირეწლოვანი სკოლამდელი აღზრდის გარეშე, სწორედ ამიტომ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო USAID ZRDA პროექტს, ეუთოს საქველმოქმედო ფონდს და გორის მუნიციპალიტეტის მერიას ქვეშის ბაგა-ბაღში დამატებითი ჯგუფის გახსნის შესაძლებლობისთვის,“- განაცხადა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერმა ლია კოვზიაშვილმა.

ბაღის რეაბილიტაციისთვის შპს “აღმაშენებელი 2012“– თან ხელშეკრულება 2019 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა. სარემონტო სამუშაოების ღირებულებას 111 998,70 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით რეაბილიტირდა ერთ–ერთი მოქმედი ფლიგელის დერეფანი და სრულად გარემონტდა მესამე ფლიგელი. რეაბილიტაციის შედეგად საბავშვო ბაგა–ბაღს დაემატა ერთი ჯგუფი.

დღეიდან ქვეშის საბავშვო ბაღი შეძლებს 100–მდე აღსაზრდელის მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები