ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე იერიში მიიტანა – დაღუპულია 80 ადამიანი

ერაყში ამერიკის სამხედრო ბაზაზე ირანის მიერ მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად, 80 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

CNN წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანის მიერ გაშვებული რაკეტები, ერაყში მდებარე აინ-ელ-ასადის ავიაბაზის იმ ნაწილში მოხვდა, სადაც ამერიკელი სამხედროები არ იმყოფებოდნენ.

როგორც ერაყის არმიის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, იერიშების შედეგად ერაყელი სამხედროები არ დაღუპულა.

„ერაყის სამხედრო ძალებში დანაკარგი არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ერაყის ტერიტორიის მისამართით ირანის მხრიდან 22 რაკეტა იყო გაშვებული.

მათგან 17 აინ-ალ-ასდის სამხედრო ბაზაზე ჩამოვარდა, თუმცა ორი არ აფეთქებულა. 5 რაკეტა ერბილეს რაიონში მოხვდა.

გვიან ღამით, ირანის გუშაგთა კორპუსში განაცხადეს, რომ გენერალ ყასემ სოლემინაის ლიკვიდაციის გამო, შურისძიების ოპერაციას იწყებენ.

როგორც ამერიკის პრეზიდენტმა მომხდარის კომენტირებისას განაცხადა, „ყველაფერი რიგზეა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები