ესპანეთს ახალი პრემიერი ჰყავს – ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა

ესპანეთის პარლამენტის კონგრესმა „ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის“(SSWP) ლიდერი, პედრო სანჩესი, მთავრობის მეთაურად, კენჭისყრის მეორე ტურის შედეგად, დანიშნა.

სანჩესის კანდიდატურას მხარი 167-მა დეპუტატმა დაუჭირა, 165 წინააღმდეგი იყო, 18-მა კი, თავი შეიკავა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სანჩესის კანდიდატურას მხარი კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელმა (ERC) და EH Bildu არ დაუჭირეს, რომლებიც კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს.

გასულ კვირას, SSWP-მა და ERC შეთანხმებას მიაღწიეს.სოციალისტური პარტია დათანხმდა, რომ სანჩესის დამტკიცების შემდეგ, კატალონიის და ესპანეთის მთავრობების დონეზე დაიწყებს კატალონიის კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებას, რომლის შედეგები კატალონიის მოსახლოებას კენჭისყრაზე წარედგინება.

ამის სანაცვლოდ მემარცხენე რესპუბლიკელები დათანხმდნენ, რომ კონგრესში სანჩესის კანდიდატურას არ დაბლოკავდნენ.

დღეს გამართული დებატების დროს, სახალხო პარტიის ლიდერმა პაბლო კასადომ, სანჩესი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის სავარძელს ბასკებისა და კატალონიელების დამოუკიდებლობის მომხრეთა პოზიციების დამსახურებით დაიკავებს. მისივე თქმით, სოციალისტური პარტიის ლიდერმა მოუწოდა დეპუტატებს, კატალონიელი პოლიტიკოსების მიმართ „სასამართლო პროცესები უკან დატოვონ“. კასადოს თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდება ხელისუფლების გადანაწილების პრინციპზე უარის თქმა, „სანჩესის პოლიტიკა ქვეყანას გახლეჩს“.

ცენტრისტული პარტიის „მოქალაქეების“წარმომადგენელმა ინეს არიმადასმაც გააკრიტიკა სანჩესი და თქვა, რომ მას პრემიერობის მისაღებად მემარჯვენე ბლოკთან მოლაპარაკება არ უცდია, არამედ არჩია Podemos-თან და კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებთან საუბარი.

თავის მხრივ, პედრო სანჩესმა თქვა, რომ „ყოველთვის საჭიროა ტერიტორიული კონფლიქტების დაძლევა კონსტიტუციის ფარგლებში“ და მოუწოდა კოლეგებს, ესპანეთის პოლიტიკაში „ტოქსიკური კლიმატის“ შეტანისგან უარი თქვან.

პედრო სანჩესის არჩევით, ესპანეთის ისტორიაში პირველად, მოხდება კოალიციური მთავრობის ფორმირება, რომლის ვიცე-პრემიერი კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი Unidas Podemos-ის ლიდერი, პაბლო იგლესიასი იქნება.

ესპანეთის მთავრობის მეთაურის არჩევა ქვეყანაში ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს, რომლის დროს, წელიწადში ორჯერ ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, მთავრობა კი, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით 2019 წლის აპრილიდან მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები