ირანის პარლამენტმა პენტაგონი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ირანის პარლამენტმა, ერთხმად, კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, აშშ-ის ჯარი და პენტაგონი, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.

ინფორმაციას სააგენტო Tasnim ავრცელებს.

კანონპროექტის ერთ-ერთ მუხლში ნათქვამია, რომ ირანის ხელისუფლება „ალ-ქუდს“ 200 მლნ ევროს გამოუყოფს.

ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა 3 იანვრის შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური ყასემ სოლეიმანი მოკლეს, რომელიც ასევე უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.

ყასემ სოლეიმანს დღეს, ირანის ქალაქ ქერმანში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები