ინდონეზიაში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სანაპიროსთან 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი, 20 კმ სიღრმეში, სიმელუეს კუნძულთან 16 კმ დაშორებით დაფიქსირდა.

ნგრევის, ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები