ირანი აშშ-ს „მეორე ვიეტნამით“ დაემუქრა – რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კი, ირანის გენშტაბის უფროსთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ ინანებს, თუ ახლო აღმოსავლეთიდან ჯარს არ გაიყვანს, – განაცხადა ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველმა ალი აყბარ ველაიათიმ.

„სოლეიმანის ლიკვიდაციით, შეერთებულმა შტატებმა დიდი სისულელე ჩაიდინეს და ახლა ვაშინგტონი „მეორე ვიეტნამს“ მიიღებს“, – განაცხადა ველაიათიმ.

Al-Alam-ის ინფორმაციით, გენერალ ყასემ სოლეიმანთან დამშვიდობების ცერემონიაზე, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ გენერალი რუსეთ-ირანის ალიანსის „საკვანძო ელემენტი“ იყო.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, დღეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ირანის გენშტაბის უფროსთან, მოჰამად ბაგერისთან, სატელეფონო საუბარი გამართა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა სირიასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ესკალაციის პრევენციასთან დაკავშირებული ნაბიჯები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები