ხმაური გორში – საშობაო კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

გორში შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით უნდა გამოვიდეს, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

გორის საკრებულოს წინ ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები და პრეზიდენტის გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ადგილზე აქციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა.
​შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მამა გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. მისი შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები