სააკაშვილი: გავიქცეოდი გუდაურში, წავიყვანდი იქ მთელ მთავრობას და ერთ საათში ყველაფერს გავაკეთებდი

დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი გუდაურში, წავიყვანდი იქ მთელ მთავრობას და ზუსტად ერთ საათში ყველაფერს გავაკეთებდი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუდაურში შექმნილ წყლის პრობლემას.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში სააკაშვილი ამბობს, კურორტებისთვის შემოსავლებთან ერთად, პერსპექტივებიც იკარგება.

“5 დღე გუდაურში წყალი არ არის და ესენი მცხეთაში ქეიფობენ. ამ დროს, მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი იქ მთელ მთავრობას და გავაკეთებდი ყველაფერს ზუსტად ერთ საათში. ამ წუთას არა მხოლოდ შემოსავლები იკარგება, არამედ ჩვენი კურორტებისთვის პერსპექტივებიც იკარგება. ბაკურიანში, წყალი თითქმის არავის არ აქვს, გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი”,- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების” კომპანიამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გუდაურში, “რედკოს დასახლება“-ში წყლის მიწოდება ქსელის დაზიანებამ გამოიწვია. აღდგენის პროცესში ჩართული საავარიო ჯგუფები და სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ექსპერტები წყალმომარაგების აღდგენას რამდენიმე საათში ვარაუდობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები