საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში „ისლამურ სახელმწიფოს“ ხელს აძლევს

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლე მერის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში დღეს არსებულმა დაძაბულობამ, შესაძლოა, ეკონომიკის გლობალურ ზრდაზე იმოქმედოს, ასევე „ისლამური სახელმწიფო“ გააცოცხლოს.

ამის შესახებ AP წერს.

„ყოველთვის უნდა დავსვათ შეკითხვა, ვის ემსახურება ეს ყველაფერი და ამ არასტაბილურობით ვინ სარგებლობს. ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობა მხოლოდ ერთ ორგანიზაციისთვის არის სასარგებლო – „ისლამური სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, არასტაბილურობა „საფრანგეთსა და ევროპაში ტერორისტულ საფრთხეს გაზრდის“.

ასევე, ლე მერის თქმით, „ნებისმიერი დაძაბულობა, როგორც წესი, გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედებს“.

3 იანვარს ბაღდადში ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაურის ყასემ სოლეიმანის ამერიკელი სამხედროების მიერ ლიკვიდაციის შემდეგ, ირანმა განაცხადა, რომ „ბირთვული შეთანხმებიდან” გადის, რომელიც თეირანს ირანის გამდიდრებაზე ზღვარს უწესებდა.

ერაყის პარლამენტმა კი, რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მთავრობას მოუწოდებს აშშ-სადმი დახმარების თხოვნა უკან გაიწვიოს. აშშ-ის ლიდერმა კი, ერაყს „აქამდე არნახული“ სანქციებით დაემუქრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები