პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო, იაშვილის კლინიკაში 8 ბავშვი მოხვდა – ერთს თითების ამპუტაცია დასჭირდა
ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო, იაშვილის კლინიკაში 8 ბავშვი მოხვდა. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს 4 თითის ამპუტაცია დასჭირდა.
მათივე ცნობით, ერთი მოზარდი კლინიკიდან მალევე გაეწერა, დანარჩენები კი მკურნალობას განაგრძობენ.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქირურგიული ჩარევა 7 მოზარდს დასჭირდა, ისინი სტაციონარში მოთავსდნენ.
ყველა მათგანს დაზიანება კიდურების არეში აქვს მიღებული.