ბაკურიანში ახალ წელს გალა-კონცერტით შეხვდნენ

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ახალი წელი მოსახლეობას ბაკურიანიდან მიულოცა
სადღესასწაულო პროგრამა ქალაქ ბორჯომის შემდეგ დაბა ბაკურიანში სხვადასხვა ღონისძიებით გაგრძელდა.
გალა-კონცერტის დაწყებამდე ადგილზე შთამბეჭდავი ცეცხლოვანი შოუ გაიმართა, შემდეგ კი დამწრეთა საზეიმო განწყობაზე ჯგუფებმა „ფრანმა“ და „რეგიონმა“ იზრუნეს. შობა-ახალი წელი მოქალაქეებს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ მიულოცეს. ღონისძიების განმავლობაში თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეკრებილ პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები