“გაგარინ-დიღმელაშვილის კასტის თავზეხელაღებულს დანით დაუჩეხია ბავშვებისთვის დადგმული ბატუტი”
გაგარინ-დიღმელაშვილის კასტის ერთ-ერთ თავზეხელაღებულს სულ დანით დაუჩეხია ბავშვებისთვის დადგმული ბატუტი და დღეს, ლოგიკურად რომ დაიფუშა, სიხარულის ყიჟინა ჰქონდათ ატეხილი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე წერს და წუხელ პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, რა დროსაც აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
“ახლა რასაც ვწერ, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ამავე დროს სრულიად შეგნებულად და გააზრებულად, ამ მავნებლების საქციელზე. ნაცები ხელისუფლებაში ყოფნის დროს რომ ყველაფერს აფუჭებდნენ და ადამიანებზე “დადიოდნენ”, ამით თავს არ შეგაწყენთ. ოპოზიციაში რომ მავნებლობენ, ამის არაეთი დამადასტურებელი ფაქტი დევს ხელის გულზე. ახლა კონკრეტულად – წუხელ პროვოკაცია რომ მოაწყვეს, პოლიცას აგინეს და ჩვეულად ითარეშეს, გაგარინ-დიღმელაშვილის კასტის ერთ-ერთ თავზეხელაღებულს სულ დანით დაუჩეხია ბავშვებისთვის დადგმული ბატუტი და დღეს, ლოგიკურად რომ დაიფუშა, სიხარულის ყიჟინა ჰქონდათ ატეხილი სოციალურ ქსელში. ასეა, ჯერ აფუჭებენ და მერე ზეიმობენ, ჰოდა ნუ გაგიკვირდებათ, იმ თავზეხელაღებულ ნაცს რომ პოლიცია მიადგეს მალე, სხვისი ნივთის დაზიანების გამო”, – წერს აბაშიძე.