მეტროსადგურ “სადგურის მოედანზე“ მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა
მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მატარებლის ლიანდაგში მამაკაცი ჩავარდა. როგორც “კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათივე ცნობით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, რამდენიმე წუთით მეტრო ზონალურად მუშაობდა.
“12 საათსა და 15 წუთზე “სადგურის მოედანზე” მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა ახალგაზრდა მამაკაცი. ის უვნებლად ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მოხდა ძაბვის მოხსნა, მეტრო ზონალურად მუშაობდა „დიდუბიდან“ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით“,- განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
ამ დროისთვის, მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.